Thursday, April 28, 2016

***
იბადება ოცნება, ჟანა დარკი ცოცხლდება
სიკვდილმისჯილთ მოელის გოლგოთაზე შენდობა
ავაზაკმა იწამა სამოთხეში მოხვედრა
ფრიდა კალომ მოხატა მომაკვდავთა ცხოვრება
ინ-იანის ბიბლია უცხო მხარის გზირია
მთვარე მზის აჩრდილია, ვარსკვლავები შვილნია
ზეცა განდეგილია, ლაჟვარდისფერ ნისლშია
დედამიწა მშვიდია, საცალფეხო ხიდია
ქვეყნად რაც კი გვივლია ზღვაში წვეთზე დიდია
ოკეანე ჩრდილია, მიწა შეფერილია
თიხა მოკვეთილია, ქანდაკება თლილია
დანტე ალიგიერი  ღვთაების შექმნილია
დაკარგული სამოთხე ხელთნაწერი მითია
სულის მელანქოლია ფოლადის ყალიბშია
ომი ჩვენი ზნეობის  კარგი მაგალითია
ებრაელებს მოელით ჰოლოკასტის გოდება
დადაიზმის მოძღვრება ანტი-აქტივიზმია
სატანის გაღვიძება გოთიკების სტილშია
წმინდა გრაალის თასში  მაგიური სისხლია
ღამის გრილი ნიავი გრიგალის საწყისია
ბაბილონის გოდოლი უკვე ჩამოშლილია
ნოეს კიდობანი კი წარღვნის მოლოდინშია